2023 წლის 8 ივლისს ჩატარდა ყოველწლიური საფაკულტეტო კონფერენცია “რთული სამყაროს მარტივი მოდელირება”. ღონისძიებაში მონაწოლეობდნენ როგორც თსუ-ს ფიზიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები, ასევე ქართულ-ამერიკული სკოლის მოსწავლეები.
პირველი ადგილი გაინაწილეს თსუ-ს ბაკალავრიატის სტუდენტებმა სოფიო აბრამიშვილმა და ლუკა ჯამაგიძემ, ხოლო მეორე ადგილი-ნიკოლოზ ბედოიძემ და ქრისტინე მოსიძემ.
სერტიფიკატი საუკეთესო დებიუტისათვის გადაეცა ქართულ-ამერიკული სკოლის მოსწავლეს არჩილ ბერაიას.
სტუდენტები:
ლუკა წულუკიძე (IV კურსი)-„ეპიდემიის ევოლუციის მათემატიკური მოდელირება“
ილახი გასანოვი(II კურსი) -„პარამეტრული რხევები“
მარიამ შენგელია(II კურსი)-„ბროუნის არაწრფივი ოსცილატორის მოდელირება“
ლუკა ბაკლაგა (ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი, IV კურსი)
"ხელოვნურინტელექტზე დაყრდნობით ნეირომორფული გამოთვლა : ფინანსური ანალიზისა დაგადაწყვეტილების მიღების ტრანსფორმირება ბაზრის ეფექტურობისთვის"
მარიამ მარტიაშვილი (II კურსი)-„ბრაქისტროქონის პრობლემა“
ლუკა ჯამაგიძე (I კურსი) -„ინფორმაციის პრობლემის გადაჭრა მაქსველის დემონისოპტიმიზაციით“
სოფიო აბრამიშვილი (I კურსი) -„სტოქასტური რეზონანსის მოდელირება და მისი ერთ-ერთი გამოვლინება ტვინის უჯრედებში“
ნიკოლოზ ბედოიძე (I კურსი) -„ფრაქტალები და სად ვეძებოთ ისინი“
ქრისტინე მოსიძე(I კურსი) – „ბროუნის მოძრაობის მოდელირება მონტე კარლოს მეთოდით“
მოსწავლეები:
„კვანტური თამაში“ (ქართულ-ამერიკული სკოლა)
ვატო გოგია, ანი გოგია
არჩილ ბერაია, სალომე ჯანეზაშვილი, გიორგი ჯანიკაშვილი, მარიამ ზირაქაშვილი
არჩილ ბერაია (ქართულ-ამერიკული სკოლა)- „სამმაგი მათემატიკური ქანქარის ქაოსური მოძრაობა“